შპს "ინდენტი" აქტიურად ფუნქციონირებს საქართველოში პროფესიონალური აუდიო და ვიდეო აპარატურის სერვისის ბიზნესში 2008 წლიდან და მუშაობს ამ დარგში შემდეგი მიმართულებებით:

I. შეკეთება

ჩვენი სერვის ცენტრი აწარმოებს ქვემოთ ჩამოთვლილი ტიპებისა და ფორმატების პროფესიონალური სატელევიზიო და რადიო ტექნიკის მომსახურებასა და შეკეთებას:

1. Sony -ის აღჭურვილობა: HDCAM, IMX, DVCAM, BETACAM (BETACAM-SP, BETACAM-SX, DIGITAL BETACAM):

- ვიდეორეკორდერები და ვიდეოკამკორდერები (და მათი ანალოგები მწარმოებლებისაგან Ampex, BTS, Thomson);

- პროფესიონალური ვიდეოკამერები;

- სპეცეფექტების ვიდეობლოკები, სამიქშერო პულტები, სამონტაჟო მართვის პულტები;

- ვიდეომონიტორები;

- სატელევიზიო გადაღებებისა და მონტაჟისათვის განკუთვნილი აუდიო აპარატურა.

2. Vinten -ის აღჭურვილობა:

- შტატივები, შტატივების თაურები, პედესტალები, კამერების ადაპტერები, მართვის სისტემები.

3. Sachtler -ის აღჭურვილობა:

- შტატივები, შტატივების თაურები, პედესტალები, კამერების ადაპტერები, განათება, აქსესუარები.

4. Egripment -ის აღჭურვილობა:

- კრანები, თავურები, დისტანციური თავურები, ურიკები, კამერების პლატფორმების მართვა, აქსესუარები.

II. სათადარიგო ნაწილების მოწოდება

ჩვენ ვაწარმოებთ ფირმების Sony, Vinten, Sachtler და Egripment -ის პროფესიონალური აპარატურისათვის სათადარიგო ნაწილების მოწოდებას.

სათადარიგო ნაწილების ნომენკლატურისა და მოწოდების პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ.

შპს "ინდენტი"-საგან შეძენილ ყველა მოწყობილობასა თუ აპარატურაზე ვრცელდება საგარანტიო და გარანტიის შემდგომი სპეციალური მომსახურება ჩვენს სერვის ცენტრში.

აგრეთვე, ჩვენ გაგიწევთ დახმარებას მეორადი პროფესიონალური სატელევიზიო და რადიო აპარატურის შეძენაში ან რეალიზაციაში. კონსულტაციის მისაღებად დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერებს.