|
მობილური ტელევიზია
მობილური სისტემა აწყობილია 7 კეისში, რომლებშიც მთლიანად არის განთავსებული ძირითადი აპარატურა. კამერების, შტატივების და აქსესუარების ტრანსპორტირებისათვის დამატებით გამოიყენება 6 კეისი. ყველა კეისი აღჭურვილია ანტივიბრაციული სისტემით, რის გამოც აპარატურა განიცდის მინიმალურ რყევას მისი ტრანსპორტირებისას, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს მისი მუშაობის ეფექტურობაზე. გარდა ამისა, ყველა კეისი აღჭურვილია გორგოლაჭებით მათი გადაადგილების გაიოლებისათვის. ნებისმიერი კეისის (დიდი თუ პატარა - 12U, 18U) გადატანა შეუძლია 2 ადამიანს. ტექნიკური პერსონალის მიერ მთლიანი სისტემის გაშლა ობიექტზე შესაძლებელია 45-60 წუთის განმავლობაში. სისტემის გამოყენება შესაძლებელია როგორც სტაციონარულ პირობებში, ასევე მობილურ ვარიანტში. სისტემაში გამოყენებულია Ikegami -ის 4 კამერა შესაბამისი საკამერო არხებით ტრიაქსიალური კაბელით. 3X150 მ და 1X200 მ სიგრძის კაბელები Klotz -ისაა და კონექტორები Fisсher -ის. ყველა კაბელი დაკომპლექტებულია შესაბამისი დოლით. სისტემას აგრეთვე გააჩნია SDI ინტერფეისით 2 კამერის დამატებით მიერთების შესაძლებლობა. Ikegami 60AW - ეს არის მთლიანად (სრულიად) ციფრული კამერა 12 ბიტიანი ანალოგურ-ციფრული გარდასახვით. კამერას გააჩნია 2 ფორმატზე გადართვის საშუალება - 4:3/16:9. ობიექტივი - Canon -ი: 3 ცალი 20-ჯერადი და 1 ცალი - 13 ჯერადი (ფართოკუთხიანი). გამოიყენება ფირმა Sachtler -ის შტატივები: 3 ცალი - "System 18+NG" და 1 ცალი - პედესტალური შტატივი - "Pedestal CIII", რადგან მასზე კამერის გარდა განთავსებულია ტელესუფლიორი Autoscript VinPlus 17' Flat მონიტორით. სუფლიორის სისტემა აწყობილია ნოუთბუქის ბაზაზე. სისტემაში გამოყენებულია "GURAMEX"-ის წარმოების ვიდეომიქშერი - "GVM-90" 9 შემავლით, 1 - DSK, 1 - Key, 1 - ლოგოგენერატორი. მიქშერს გააჩნია SDI ინტერფეისი. შემავალი სიგნალების კონტროლი ხორციელდება კომპოზიტის მიხედვით. ვიდეომიქშერის პარალელურად სისტემა აღჭურვილია ფირმა Leitch -ის აუდიო-ვიდეო როუტერით 8X8-ზე აკრეფვის შესაძლებლობით. როუტერი უზრუნველყოფს სიგნალის განაწილებას სხვადასხვა მომხმარებლებზე და, აგრეთვე, ახორციელებს ავარიული სვიჩერის ფუნქციას ძირითადი მიქშერის წყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. ეს როუტერი იმართება 3 გადასატანი დისტანციური პანელების მეშვეობით (8X8, 8X1, 8X1), რომლებიც განლაგებულია ინჟინრისა და პროდიუსერის სამუშაო ადგილებზე. პროგრამის გამომავალი სიგნალი როუტერიდან და მიქშერიდან მიეწოდება ავარიულ შემოვლით კომუტატორს, რომელიც ძირითადი ვიდეომიქშერის ავარიის შემთხვევაში ავტომატურად გადაირთვება აუდიო-ვიდეო როუტერის სიგნალზე. აუდიო-ვიდეო ჩაწერა სისტემაში ხორციელდება ფირმა Sony -ის SDI პლატებით აღჭურვილი 2 ცალი DSR-1500 ვიდეომაგნიტოფონით. ვიზუალური კონტროლი ხორციელდება ფირმა Kroma -ს 2X, 3X და 4X ეკრანიანი პანელებით. მთელი სისტემა მიბმულია სატელევიზიო გამოსაცდელი სიგნალების გენერატორის სინქროიმპულსებზე (სგსგ). სგსგ, საკადრო სინქრონიზატორები, კონვერტორები, გარდამქმნელები და დისტრიბუტორები აწყობილია მოდულური სისტემით და მოთავსებულია ერთ 3RU კალათაში ორი კვების ბლოკთან ერთად. ეს მოდულური სისტემა ფირმა Snell & Wilcox -ის წარმოებისაა. სისტემის ინტერკომად გამოყენებულია ფირმა ClearCom -ის 4 არხიანი სადგური, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო კავშირს ოპერატორებთან. ძირითად აუდიო მიქშერს წარმოადგენს ფირმა Mackie -ის 16/4/2 მიქშერი. აუდიო კონტროლი განხორციელებულია ფირმა Fostex -ის 2 ცალი აუდიო მონიტორის მეშვეობით. კავშირი ტელეწამყვანებთან ხორციელდება უმავთულო რადიო სისტემების მეშვეობით. გარდა ამისა, სისტემა აღჭურვილია სამკერდე, ხელის და მრავალ ფუნქციონალური მაგიდის მიკროფონული რადიო სისტემებით. აუდიო სიგნალის დამუშავება წარმოებს LA Audio და DBX ფირმების მოწყობილობის მეშვეობით. გარე კავშირი სატელეფონო ხაზებთან ხორციელდება ფირმა Comrex -ის 2 არხიანი ციფრული ჰიბრიდის საშუალებით. აუდიო სიგნალის კონტროლი და გაზომვა ხდება ფირმა RTW-Telex -ის საკონტროლო მოწყობილობით. მობილური სისტემის კვება განხორციელებულია Smart UPS -საგან, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას 10-15 წუთის განმავლობაში, რაც სავსებით საკმარისია კვების ალტერნატიულ წყაროზე გადასვლისათვის. |
|